TaoNews.Ge

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

ვტოვებ პარლამენტს, რადგან თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა – მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.

ამის შესახებ ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მე პოლიტიკაში მოვედი ორი წლის წინ. ორი წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ. ეს ჩემზე არ მოქმედებს. პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ სკამი მინდოდეს ან რაღაცას გავქცეულიყავი. ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ეს არის მანდატი, ვტოვებ პარლამენტს, რადგან თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!