TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს, დაკარგავს – აფხაზეთსაც

პუტინის გეგმები არასტრატეგიულია, რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს, დაკარგავს – აფხაზეთსაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ წამოიყო პუტინმა ომი უკრაინაში.

„მას მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ფედრაციის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთსგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები — მოლდოველები, უკრიანა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მას სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. მეორე საკითხი არის უკრაინის წარმატება – გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით, ზუსტად იცის, როგორი ხალხიც არის აქ.

ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა პუტინი ასე. ამბიცია იმისა, რომ „საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა“, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. მისი ეს მთელი მრავალვექტორულობა … აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!