TaoNews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი – განა ასეთი ნატო გვინდოდა? – ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად არ გვაქვს საკმარისი იარაღი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რუსული არმიის დასამარცხებლად, უკრაინის ძალებს საკმარისი “სერიოზული და მძიმე” იარაღი არ აქვთ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორი პოტენციური გზა არის, ქალაქში დაპირისპირების დასასრულებლად.

“პირველი, ეს სერიოზულ და მძიმე იარაღს მოიცავს… ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. მეორე გზა დიპლომატიურია. ჯერჯერობით, რუსეთი ამაზე არ დათანხმდა. ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას. მე კი ამას ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს, ჩვენი გამარჯვება უნდა, მათ თავისუფალი ქალაქი უნდათ, არცერთი მათგანი არ აპირებს, მტერთან დანებებას, ეს არის მათი შინაგანი განცდა, ეს არის ის, თუ როგორები არიან ისინი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!