TaoNews.Ge

ვლადიმერ პუტინს სურს, უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს

ვლადიმერ პუტინს სურს, უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს

კრემლი ცდილობს აიძულოს უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, რომ რუსეთთან „ახალ ზავს“ ხელი მოაწეროს. ამის შესახებ Deutche Welleს უკრაინელმა ჟურნალისტმა  ანდრე რუდენკომ განუცხადა.

რუდენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის ეს ესმის. თუ ადრე ის ამბობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწევს, ახლა აცხადებს, რომ ერთადერთი გზა, რაც დონბასში საომარი მოქმედებებს შეაჩერებს, არის უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა. 
“რუსეთთან შეთანხმება მხოლოდ მოსკოვის პირობებით შეიძლება. უკრაინისთვის კი ეს პრაქტიკულად კაპიტულაციას ნიშნავს. თუმცა მოსკოვში არ ესმით, რომ 2014 წლის უკრაინა და 2021 წლის უკრაინა ორი სხვადასხვა ქვეყანაა. უკრაინის ჯარი სერიოზულად გაძლიერდა. შესაძლოა, ის რუსეთის ჯარის მსგავსად აღჭურვილი და მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ მარტივი გასეირნება ფართომასშტაბიანი ომის განახლების შემთხვევაში მოსკოვს არ ექნება”- განაცხადა რუდენკომ
 რუსეთის მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ მოსკოვი კონფლიქტში სრებრენიცას მსგავსი სიტუაციის გამეორების შემთხვევაში ჩაერევა, საყურადღებოა.
 „უკრაინა დონბასის მოსახლეობას საკუთარ მოქალაქეებად აღიქვამს და სრებრენისაც მოწყობას იქ არავინ აპირებს. თუმცა არის სხვა საფრთხე. რუსეთმა შეიძლება ეს პროვოკაცია თავად მოაწყოს, რომ შემდეგ ამ საბაბით ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრას“ – განაცხადა რუდენკომ.

ექსპერტის თქმით, უკრაინის საზღვრის მახლობლად იარაღის ჟღარუნით პუტინს სურს აჩვენოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინის მომავალს სწორედ ის წყვეტს. მას სურს, რომ დონბასს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდეს და ამის მეშვეობით ჩაერიოს უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ვლადიმერ ზელენსკი ამ ყველაფერს ხვდება და მისი ბოლოდროინდელი ქმედებები სწორედ ამით არის გამოწვეული -ამბობს ჟურნალისტი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!