TaoNews.Ge

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი – ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინასა და საქართველოსთვის – თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე?

2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინასა და საქართველოსთვის – თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე ნაბიჯი?, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატოს ზოგიერთი ქვეყანა წინააღმდეგია, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, 2008 წელს ბუქარესტში მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინასა და საქართველოსთვის“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, გარანტიები არ არსებობს.

„რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რატომ გააკეთე ეს? შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ, აი პასუხი. მაგრამ თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, არ გადადგან მეორე ნაბიჯი ზეწოლის ქვეშ? ასეთი გარანტიები არ არსებობს”, – დასძინა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეერთებული შტატები ადვილად ამბობს უარს ნებისმიერ შეთანხმებაზე და ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს აწერს.

„არავითარი გარანტია არ არსებობს, რადგან შეერთებული შტატები ადვილად ამბობს უარს ნებისმიერ შეთანხმებაზე, ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს მოაწერს. მაგრამ მაინც , რაღაც უნდა იყოს ქაღალდზე დაფიქსირებული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტით მიღებული. დღეს ამაზეც ვერ ვთანხმდებით”, – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!