TaoNews.Ge

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მანე გევორგიანმა განაცხადა.

„პირადი მიღებებისა და საჯარო ღონისძიებების გარდა, პრემიერ-მინისტრი დაგეგმილი დღის წესრიგით მუშაობს“, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!