TaoNews.Ge

ვიცი, რომ სასულიერო პირები მედიის თანდასწრებით აიცრებიან- პაატა იმნაძე

ვიცი, რომ სასულიერო პირები მედიის თანდასწრებით აიცრებიან- პაატა იმნაძე

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას იქნება. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იცის რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეთერში აიცრებიან.

” მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით” – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!