TaoNews.Ge

უნგრეთმა ლგბტ პროპაგანდა აკრძალა

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Budapest Times-ი ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის თქმით, ვიქტორ ორბანმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის, ბულგარეთის, ესტონიის, მალტისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან.

უნგრეთის პრემიერი დაეთანხმა უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგივე სტატუსი საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!