TaoNews.Ge

ვინ იმუშავებს და ვინ დაისვენებს უქმე დღეებში- მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა

ვინ იმუშავებს და ვინ დაისვენებს უქმე დღეებში- მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით დადგენილება გამოსცა

ოფიციალური დადგენილებით, რომელიც მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით უკვე გამოსცა, 4-დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უქმე ანუ დასვენების დღეები ცხადდება.

ჯერ არ გამოქვეყნებულა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნება თუ რომელ საქმიანობებს შეეხება ან არ შეეხება უქმე დღეები, თუმცა, როგორც სამთავრობი ცხელ ხაზზე აცხადებენ, ამ პერიოდში, კერძო სექტორისთვის, კონკრეტულად მაღაზიებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის, რესტორნებისთვის, დასვენებასთან დაკავშირებით იმპერატიული მოთხოვნა არ გაიცემა და მათ მხოლოდ რეკომანდაციებით მიმართავენ.

“კერძო სექტორისთვის არ არის მოთხოვნა იმპერატიული, საჯარო დაწესებულებები კი თავად განსაზღვრავენ, რომელი განყოფილებები იმუშავებენ. პირობითად, (სსიპ) 112 თავად განსაზღვრავს, რომ ქოლ ცენტრები იმუშავებენ და კადრები დისტანციურად გადავლენ. რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტრო გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. სამინისტროები გადაწყვეტენ თავად, რომელი სსიპ-ი იმუშავებს და რომელი არა”, – აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!