თბილისი
კვი/14 ივნ./2026 18:54
თბილისი
ვინ არის მამუკა ფიფია, რომ თავს შუამავლად ( მხსნელად ) ასაღებს და თითქოს რუსეთის მმართველ წრეებთან განსაკუთრებულ კავშირებზე საუბრობს ? ეს არის სირცხვილი და უნიჭო პიარი მისი მხრიდან. პატარა ბიზნესმენი, რომელიც სხვის რესტორანს მართავს, დიდ პიარს აკეთებს და ბლეფობს-ვლადიმერ ხომერიკი

ვინ არის მამუკა ფიფია, რომ თავს შუამავლად ( მხსნელად ) ასაღებს და თითქოს რუსეთის მმართველ წრეებთან განსაკუთრებულ კავშირებზე საუბრობს ? ეს არის სირცხვილი და უნიჭო პიარი მისი მხრიდან. პატარა ბიზნესმენი, რომელიც სხვის რესტორანს მართავს, დიდ პიარს აკეთებს და ბლეფობს-ვლადიმერ ხომერიკი

მეგობრებო დამშვიდდით !

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქციის შეტანას კრძალავენ ბლეფია, რუსეთი ასეთ რამეს არ აპირებს !

ალბათ, მამუკა ფიფიამ ეს ფანტაზიური გეგმები სიზმარში ნახა. ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ჩანს, სხვა გეგმები აქვს – შეაშინოს ქართველი ბიზნესმენები, რათა მასთან მივიდნენ  მოლაპარაკებაზე. შემდეგ კი ვითომ თავისი კავშირებით დაეხმარება, რომ რაიმე შეღავათი მიიღონ. 

ვინ არის მამუკა ფიფია, რომ თავს შუამავლად ( მხსნელად ) ასაღებს და თითქოს რუსეთის მმართველ წრეებთან განსაკუთრებულ კავშირებზე საუბრობს ? ეს არის სირცხვილი და უნიჭო პიარი მისი მხრიდან. პატარა ბიზნესმენი, რომელიც სხვის რესტორანს მართავს, დიდ პიარს აკეთებს და ბლეფობს.

ჯერ საკუთარ თავს მიაწერა ის, რაც სინამდვილეში მას არ გაუკეთებია – რუსეთთან ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლისა და ფრენების აღდგენა. ყოველივე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია და არა მამუკა ფიფიას შემოქმედება.

მე ერთხელ მივწერე მამუკას, რომ სირცხვილია მსგავსი თვითპიარი, მაგრამ როგორც ჩანს, მას თავში აუვარდა.

მამუკა ფიფიას არ გააჩნია იმის მანდატი, რომ მსგავსი ინფორმაციაები გაავრცელოს. მე მის პარტიას წარმატებებს ვუსურვებ მის საქმიანობასა და გზაზე.

პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ,,ქართველ და რუს ხალხთა ერთობის’’ პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი ვლადიმერ ხომერიკი.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები