TaoNews.Ge

„ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“ – ქეთი დოლიძე

„ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“ – ქეთი დოლიძე

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა.  ქეთი დოლიძეს გაახსენეს მისი ეთერი „ტვ პირველზე“, სადაც ცნობილმა რეჟისორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ელიავას ბაზრობაზე „დაბუდებული ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდეს“. ქეთი დოლიძემ იმედზე კვლავ შეეხო ამ თემას.

„გასაგებია, რატომაც არიან აქ, მაგრამ კერძოდ ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია. ჩემი არც ერთი ნათესავი გურიიდან აქ არ ჩამოსულა… მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ… ყველას ხომ ვერ გამოკვებავს, შეუძლებელია, ყველა თბილისში იყოს. შეიძლება, ხისტი ვიყავი, მაგრამ მე მირჩევნია, თუკი ადამიანს უჭირს, თავის კარ-მიდამოში გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, როდის წაიყვანს ვიღაც სანტექნიკის გასაკეთებლად, რაც არ არის მისი საქმე…“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!