TaoNews.Ge

ვინც ამას აცხადებს დიდ ცოდვას სჩადის! თითქოსდა საპატრიარქომ უარი განაცხადაზვიად გამსახურდიას ეკლესიაში შესვენებაზე-ირაკლი შონია

ვინც ამას აცხადებს დიდ ცოდვას სჩადის! თითქოსდა საპატრიარქომ უარი განაცხადაზვიად გამსახურდიას ეკლესიაში შესვენებაზე-ირაკლი შონია

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
,,სოც ქსელში და ზოგიერთ საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე ვრცელდება გადაუმოწმებლად ან შეგნებულად დეზინფორმაცია, თითქოს 2007 წელს,როდესაც პირველი პრეზიდენტის ნეშტი საქართველოში ჩამოაბრძანეს, თითქოსდა საპატრიარქომ უარი განაცხადა ეკლესიაში შესვენებაზე. ეს არის აფსურდი და სრული სიცრუე! ვინც ამას აცხადებს დიდ ცოდვას სჩადის! ვისაც მოკლე მახსოვრობა აქვს ან არ იცის მათ გასაგონად: ვინაიდან ზვიად გამსახურდია ისე გააძევეს საქართველოდან,რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ მიტრიალებულა და არც აღარასოდეს ენახა გადამწვარი კოლხური კოშკი,რომლის ეზოშიც მშობლები და მისი დის საფლავებია,ამიტომაც პრეზიდენტის ოჯახმა გადაწყვიტა მამისეულ სახლში კოლხურ კოშკში მიესვენებინათ,პირდაპირ ლარსის გზიდან. (ამ სამგლოვიარო კორტეჟს მეც მივყვებოდი), კოშკში იმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდები, სადაც შუა ღამემდე არ წყდებოდა ხალხის ნაკადი,რომლის რიგი გალის ქუჩის ბოლომდე გრძელდებოდა….და ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება!
რაც შეეხება ეკლესიას, პრეზიდენტის მეუღლეს არ სურდა დიდი სამების საკათედრო ტაძარი,ვინაიდან ამ სოფლიდან გასვლის შემდეგ სახელმწიფო დამნაშვე ედუარდ შევარდნაძეს იქ დაასვენებდნენ (ზუსტად ასეც მოხდა) ამიტომ გადაწყდა ზვიად გამსახურდიას დასვენება მცხეთაში,უდიდესი სიწმინდის მქონე სვეტიცხოვლის ტაძარში,რომელიც თავისი ნაწარმოებით უკვდავყო კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ, „დიდოსტატის მარჯვენაში“ და ამავე დროს თავად ზვიად გამსახურდიას ნაშრომში „საქართველოს სულიერი მისსია“-ში მთავარი აქცენტი სვეტიცხოველზე კეთდება.
31 მარტს (2007წ) პრეზიდენტის ნეშტი გადასვენებულ იქნა სვეტიცხოველში,სადაც სრულიად საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა დაიტირეს დევნილი პრეზიდენტი.საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პირადად გადაუხადა პანაშვიდი…
1 აპრილს მცხეთიდან მრავალ ათასიანმა ხალხის კოლონამ თბილისამდე მოაცილა პრეზიდენტის ცხედარი და რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლესთან მუხლი მოიყარა პრეზიდენტის კუბოს წინ, ხოლო შემდეგ ფეხითვე ააცილა მთაწმინდაზე,წმინდა ილია მართლის, ეროვნული გმირის ქაქუცას და ქრისტესმიერი ძმის მერაბ კოსტავას გვერდით მიუჩინა საუკუნო განსასვენებელი!
აღსანიშნავია რომ კოლხურ კოშკში,სადაც მე თვითონ ვიყავი ყველაფრის მონაწილე და თვითმხილველი,მობრძანდა საქართველოს პატრიარქი და გადამწვარ კოშკში,აღავლინა პანაშვიდი.(ეს მისი პირველი მოსვლა არ ყოფილა,მანამდეც იმყოფებოდა კოლხურ კოშკში)…
ფოტოზე გადამწვარ კოშკის დიდ ზალაში დასვენებული პრეზიდენტის ცხედარი,ჩანან ბ-ნ ზვიადის სამივე შვილი, ილია მეორის გვერდით,მეუფე დიმიტრი (აჭარა-ლაზეთის მიტროპოლიტი), მეუფე გერასიმე (ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტი), ასევე მეუფე ამბროსი ქათამაძე….
სიმართლე ასეთია და ჩვენი ვალია ვემსახუროთ სამართლიანობას და დავიცვათ ობიექტურობა!”-წერს ირაკლი შონია

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!