TaoNews.Ge

ვილი სანიოლი: “ფეხბურთელებმა იციან, რას ვითხოვ მათგან, დისციპლინას და მონდომებას”

ვილი სანიოლი: “ნორვეგიასთან უკეთ თამაში დაგვჭირდება”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი მონღოლეთის ნაკრებთან ჩაატარა, რომელსაც ამხანაგური სტატუსი ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე 6:1 დაამარცხეს და ნორვეგიასთან მატჩამდე კარგი განწყობა შეიქმნეს.

შეხვედრის შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც, როგორც მონღოლეთთან შეხვედრაზე, ისე ნორვეგიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

„რთულია დასკვნების გაკეთება ახლა, რა იყო კარგი ან ცუდი. ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავდა ძირითად შემადგენლობაში, რომელთაც ერთად არ ჰქონდათ ნათამაშები და ასეთ დროს ბუნებრივია, რომ ხარისხი ეცემა. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვიყავი, ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა. მეორე ტაიმში კი გამოჩნდა, რა ხდება, როდესაც ბურთს სწრაფად ვამოძრავებთ. დადებითია ის ფაქტი, რომ ბევრი მომენტი შევქმენით და გოლები გავიტანეთ. ეს იყო წლის პირველი მატჩი, მაგრამ ნორვეგიასთან ბევრად უკეთესად თამაში იქნება საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად.

გიორგი ჩაკვეტაძეს შესვენებაზე ვუთხარი, რომ უფრო ცენტრში შეწეულიყო, რადგან პირველ ტაიმში უმეტესად ფლანგზე მოქმედებდა. გიორგის მსგავსი ტექნიკური ფეხბურთელი უფრო ცენტრისკენ უნდა იწევდეს. სწორედ ეს მოხდა მეორე ტაიმში, მან ორი გოლი გაიტანა, ხოლო როდესაც შევცვალე მივულოცე და შევაქე“, – თქვა სანიოლმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!