TaoNews.Ge

არჩევნებზე უარეს შედეგს ველოდი, მაგრამ ალბათ ითამაშა თავისი როლი ჩემი შვილის აქ ყოფნამ – გიული ალასანია

„ვერ იღებს საკვებს, ძალიან ცოტას, ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს და…“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი დღის ბოლოს  ოჯახის წევრებმა, გიული ალასანიამ და ნიკოლოზ სააკაშვილმა მოინახულეს. ექსპრეზიდენტის  დედა წუხს, რადგან  პაციენტი პატიმარი, ფაქტობრივად, ვერ იკვებება და სუსტადააა.

რაც შეეხება საქმეში ებრაელი ექსპერტების ჩართვას, გიული ალასანია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობდა.

„დრო ჩვენ აღარ გვაქვს, უკვე დიდი ხანია აღარ გვაქვს, იმიტომ, რომ რამდენი ხანი შეიძლება ამის ჯანმრთელობამ გაუძლოს. ვერ იღებს საკვებს, ძალიან ცოტას, ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს და… არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ, არადა, ცილოვანი სჭირდება, მაგრამ ეს ვერ იღებს… ექსპერტები, მე არ ვარ საქმის კურსში, არ მაქვს ინფორმაცია… ძალიან კარგია თუ ვიღარც დათანხმდა  ჩამოვა, – თქვა ალასანიამ შვილის მონახულების შემდეგ. მესამე პრეზიდენტისთვის “ვივა-მედის” კლინიკაში დამატებითი კვლევების ჩატარება დაიგეგმა, თუმცა ეს კვლევები პაციენტს ამ დრომდე არ ჩატარებია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!