TaoNews.Ge

„ვემიჯნები პატიმარი პაციენტის დისკრიმინაციას“ – მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

„ვემიჯნები პატიმარი პაციენტის დისკრიმინაციას“ – მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:

ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.
ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება.“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!