TaoNews.Ge

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ლუგანსკში იმყოფებოდა

სააგენტო  „სპუტნიკის“ ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლუგანსკში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენერალური პროკურატურის“ დელეგაცია იმყოფებოდა. ქალაქ ლუგანსკს  პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

დელეგაცია ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკაში „გენერალური პროკურორის“ სერგეი გორენკოს მიწვევით იმყოფებოდა. მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობის შტურმით აღების მე-7 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიტინგში მიიღეს მონაწილეობა. 

2019 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ე.წ. ლუგანკის რესპუბლიკის „გენერალურმა პროკურატურებმა“ თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. ორივე მხრიდან  დაღუპულები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!