TaoNews.Ge

ე.წ. “ამბოხებულმა” სასულიერო პირებმა ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

ტაძრის დახურვის გადაწყვეტილების მიუხედავად, სალხინოს მონასტერი დღეს “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ღია დახვდა. უკვე გადაყენებულმა წინამძღვარმა გადაწყვეტილება ეკლესიაში არსებული დაპირისპირების განმუხტვით ახსნა.

როგორც ჩანს, ეპარქიის გეგმები შეიცვალა. სალხინოს მონასტერში ღვთისმსახურება ამ წუთებშიც აღევლინება. მას ჭყონდიდის მიტროპოლიტის – სტეფანეს მიერ დანიშნული ახალი წინამძღვარი აღავლენს.

სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი აცხადებს, რომ ამბოხებულმა სასულიერო პირებმა ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

“ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუები. სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ვარ ქრისტეს მონა და ქრისტეს მორჩილი,”-აცხადებს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი.

წყარო: რუსთავი2

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!