TaoNews.Ge

ექსპორტი საქართველოდან რუსეთში ოთხ თვეში მეოთხედით გაიზარდა

საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2021 წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 472,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის 12,1%-ია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და პირველობას მხოლოდ თურქეთს უთმობს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ურთიერთობებში უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონია, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 36,6 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობები, 3,2 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 37,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 2,3 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია. წლის დასაწყისიდან საქართველოში 79,8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოიტანეს.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს დაახლოებით 224,7 ათასი ტონა ნავთობგაზები, 95 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, 11,8 ათას ტონაზე მეტი მცენარეული ზეთი და ა.შ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!