TaoNews.Ge

“ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ დავიწყოთ “ლოქდაუნსა” და დახურვებზე საუბარი” – ეკატერინე ტიკარაძე

“ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ დავიწყოთ “ლოქდაუნსა” და დახურვებზე საუბარი” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

“მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა. დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი “ლოქდაუნზე”, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!