TaoNews.Ge

“ეს იყო პროტოკოლური შეცდომა”-  შარლ მიშელმა სავარძლების პრობლემას პოსტი მიუძღვნა

ანკარაში სავარძლებთან დაკავშირებით მომხდარი სამწუხარო ინციდენტი იყო პროტოკოლური შეცდომა, თუმცა ეს შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელის მნიშვნელობის დამცირებად გამოიყურებოდეს, წერს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი საკუთარ Facebook–გვერდზე.

სამშაბათს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში მოლაპარაკებების სამი მონაწილისთვის მხოლოდ ორი სავარძელი იდგა. ფეხზე დარჩენილ ფონ დერ ლაიენს საბოლოოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს პირდაპირ მიუჩინეს ადგილი დივანზე. ეს უკანასკნელი კი დიპლომატიური პროტოკოლით ბევრად დაბალი რანგისაა. გარდა ამისა, დაწესებული ნორმების თანახმად, ამ ადგილს მსგავსი შეხვედრებისას ჩვეულებრივ თარჯიმნები და შეხვედრის სხვა მონაწილეები იკავებენ.

„მიუხედავად სურვილისა, ყველაფერი სწორად გაკეთებულიყო, თურქეთის პროტოკოლის სამსახურის მხრიდან წესების მკაცრმა გაგებამ სამწუხარო ვითარება შექმნა“, — წერს შარლ მიშელი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროდეპუტატებმა, ანკარაში მომხდარი ინციდენტის გამო, გარდა თურქული მხარისა, შარლ მიშელიც გააკრიტიკა. მათი აზრით, ევროსაბჭოს ხელმძღვანელს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ფონ დერ ლაიენის მიმართ ღირსეული დამოკიდებულება გამოეჩინათ.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!