TaoNews.Ge

“საქართველოს პატრიარქი არის – საქართველოს სირცხვილი”-ლევან ბერძენიშვილი

ეს არის რეპრესიები… ლაზარე გრიგორიადისი უნდა დაიცვას მთელმა საქართველომ – ბერძენიშვილი

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი pia.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავებით, ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო.

ბერძენიშვილის თქმით, გრიგორიადისი მთელმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას.

„ეს არის რეპრესიები, სადაც აქციაზე მყოფი მთელი შემადგენლობის დაპატიმრებაა ეს, ფაქტობრივად, ეს არის გამოცხადება, რომ კარგ კანონს იღებდნენ და მისი გაპროტესტება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ეს კაცი უნდა დაიცვას მთელმა ახალგაზრდობამ. მას ხატავენ როგორც უმცირესობის წარმომადგენლად – ეთნიკური უმცირესობა, სხვანაირი უმცირესობა… მაშინ, როდესაც იგი არის დიდი უმრავლესობის, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, უნდა დაიცვას ის მთელმა საქართველომ“, – ამბობს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გრიგორიადისის დასაცავად სამოქალაქო აქტივისტებმა აქციების გამართვა დაიწყეს. პირველი აქცია 31 მარტს გაიმართა. აქცია გაიმართება 1-ელ აპრილს, პარლამენტის წინ და, ასევე, 2 აპრილს კანცელარიასთან. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!