TaoNews.Ge

ესპანური მედია ,,დინამო არენაზე” ელექტროენერგის გამორთვით აღშფოთებულია

28 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს ხვდება. ესპანელთა ვარჯიშზე ჯერ ფანები შევარდნენ მოედანზე. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ კი “დინამო არენაზე” შუქი გამოირთო და ვარჯიშიც ჩაიშალა.

ესპანური მედია ,,დინამო არენაზე” ელექტროენერგის გამორთვით აღშფოთებულია

El Espanol: “ეროვნულ ნაკრებს ბოლო წლებში ყველაზე ირეალური ვარჯიში ჰქონდა. ესპანელ ფეხბურთელებს ორჯერ შეუშალეს ხელი, ჯერ მოედანზე ფანები შეიჭრნენ. შემდეგ კი სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდი იძულებული გახდა, ვარჯიში ნაადრევად დაესრულებინა. ეს იყო ფურია როხას “ბოიკოტი” თბილისში”.

EFE: “მას მერე, რაც ვარჯიში ჩაიშალა, ფეხბურთელებს სიბნელეში მოუწიათ შხაპის მიღება და მობილურების შუქზე გამოცვლა. გამოდის, რომ ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ სრულფასოვანი ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია”.

OK Diario: “საბოტაჟი საქართველოში? სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდმა ვერ ივარჯიშა მისთვის მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომელშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია გამარჯვების მოპოვება”.

MARCA: “შუქი ჩაქრა “დინამო არენაზე” და ფეხბურთელები თავიანთი მობილურებით ინათებენ გზას გასახდელისკენ. ასეთი ინციდენტი, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე არ მომხდარა”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!