TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

ესპანელ ფსიქოლოგებს გენდერული იდეოლოგიის კრიტიკის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ორი ესპანელი ფსიქოლოგი, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მათი ავტორობით შექმნილი გენდერული იდეოლოგიის კრიტიკის შემცველი წიგნი გამოქვეყნდა, მოძალადე ტრანს აქტივისტების მხრიდან შევიწროვების ობიექტი გახდა.

ფსიქოლოგებმა მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს წიგნი, სათაურით: „არავინ იბადება არასწორ სხეულში: გენდერული იდენტობის წარმატება და უბედურება“. წიგნი ქვიარ თეორიის აკადემიური კრიტიკის საშუალებით მიზნად ისახავს  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მედიცინასა და ფსიქოლოგიაში დღეს არსებული ტრანსგენდერული ტენდენციებს, როგორც პოსტმოდერნიზმის გვერდითი პროდუქტის, უარყოფას.

წიგნის გამოქვეყნებისთანავე ფსიქოლოგების მისამართით მთელი ესპანეთის ტრანს აქტივისტების მხრიდან ძალადობის შემცველი უამრავი მუქარა წამოვიდა.

წიგნთან დაკავშირებით პალმას უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ტრანს აქტივისტებმა ფსიქოლოგების გადახაზული ფოტოები გაავრცელეს, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავდა. რთული ძალადობრივი გარემოს შექმნის გამო, კონფერენცია საბოლოოდ ჩაიშალა. მოგვიანებით სამართალდამცავების მობილიზებაც კი გახდა საჭირო.

მსგავსი მუქარები მოჰყვა წიგნთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებასაც ბარსელონას ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში, რომელიც ასევე, გაუქმდა მას შემდეგ, რაც პოლიციას აცნობეს, რომ აქტივისტები მაღაზიის დაწვას აპირებდნენ.

ესპანელი ტრანს აქტივისტები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, „ტრანსფობი პროფესორების“ მიმართ ძალადობის მუქარებს არ წყვეტენ და აცხადებენ, რომ მათ უნივერსიტეტებში  ტრანსფობიური წიგნები და სიძულვილის ენით საუბარი არ სჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანს აქტივისტებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან  ფსიქოლოგების წიგნები გამოიტანეს და გაანადგურეს.

მუქარების მიუხედავად, წიგნის ავტორები დიდად არ წუხან თავიანთ უსაფრთხოებაზე და სტრეიზანდის ეფექტზე მიუთითებენ.

„მსგავსი მუქარების შემცველი ყოველი ინციდენტის შემდეგ საზოგადოების ინტერესი ჩვენი წიგნების მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება და შესაბამისად, სულ უფრო მეტი წიგნი იყიდება. ყველაზე მეტი წიგნი ბარსელონაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიყიდა, როცა დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ჩვენი წიგნი ყველა კატეგორიაში ესპანეთში მეოთხე ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო“, – აცხადებს წიგნის ერთ-ერთი ავტორი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!