TaoNews.Ge

“ესაა ოდითგანვე ერთიანობის, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სამოღვაწეო ადგილი და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია”- ლაშა პაპაშვილი ამბოხებულ სასულიერო პირებზე 

“ესაა ოდითგანვე ერთიანობის, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სამოღვაწეო ადგილი და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია”- ლაშა პაპაშვილი ამბოხებულ სასულიერო პირებზე 

დღეს,მეუფე პეტრეს მიმდევარი ე.წ. “ამბოხებული” სასულიერო პირები სალხინოს მამათა მონასტერში  მრევლს  ფიზიკურად  და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ახალ წინამძღვარს გოჩა ლიპარტელიანს, მონასტერში წირვა უნდა აღევლინა,რისი საშუალებაც არ მიეცა.

მრევლს შორის, იყო ქართველი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი,  რომელმაც აღნიშნა , რომ ოდითგანვე  ეს ადგილი ერთიანობის, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სამოღვაწეო ადგილი იყო და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია.

“არამგონია რამე დაპირისპირება იყოს, ჩვენ ისეთი უწმინდესი გვყავს, რომელიც მე უკვე 20 წელია ეკლესიაში მოვედი, გვასწავლის ერთობას. ეშმაკი აშორებს – უფალი აერთიანებს. ესაა ოდითგანვე ერთიანობის, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სამოღვაწეო ადგილი და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია. ყველა ერთად უნდა ვიყოთ. მე სტუმრად ვარ, რა თქმა უნდა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა რაცაა და დანიშნული წინამძღვარი ვინცაა, იმას უნდა დავუჭიროთ ყველამ მხარი.

ჩვენი შეცდომილი ძმები ვინც არიან იმათ კიდევ ვუსურვოთ, რომ მოინანიონ. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ბიბლიურ უხუცესს მუხლებთან მივუჯდეთ, ყველა ჩვენგანი და თქვენგანი და რასაც გვაკურთხებს მოვუსმინოთ”, – ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!