TaoNews.Ge

” ერთ შემთხვევაში პირებმა, თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა,  დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას” – “ქართული ოცნება” “ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეებზე

“ქართული ოცნების” მიერ გვარცელებულ განცხადებაში, საუბარია ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმეები საერთაშორისო ექსპერტების მიერ უნდა შეფასდეს.

“ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას – ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული.” ნათქვამია ოცნების განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!