TaoNews.Ge

”ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა”- ერდოღანი

ერდოღანი – “პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება მიუღებელია”

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის აღიარება “მიუღებელია”.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, პატივი სცენ საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებში” მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა “უზრუნველყონ მშვიდობა”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!