TaoNews.Ge

ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა

ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა

ევროკავშირის ორი პრეზიდენტისა და თურქეთის ლიდერის, რეჯეფ  ერდოღანის შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ადგილის გარეშე დარჩა.   „ტვიტერში“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი გაკვირვებულია და მას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და შარლ მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე განთავსება მოუწია.

„ევროკომისიის პრეზიდენტი აშკარად გაკვირვებული იყო. ჩვენი პრეზიდენტის პროტოკოლის დონე ზუსტად იგივეა, როგორიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აქვს. პრეზიდენტმა თავის გუნდს სთხოვა, რომ ყველა შესაბამისი ზომა მიიღონ, რათა მომავალში ასეთი ინციდენტი არ განმეორდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!