TaoNews.Ge

ელისო ბოლქვაძის ინიციატივა – “გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექტორში “

ელისო ბოლქვაძის ინიციატივა – “გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექტორში “

პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძემ, დღეს  კომიტეტთან 2021 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა და აღნიშნა, რომ თემატური სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას.

ის ექსპერტებთან ერთად გეგმავს, რომ ექსპერტების ჩართულობით გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექსტორში.

“მეორე საკითხია კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანების კონკრეტიზაცია და პანდემიიდან გამომდინარე სიძნელეების გათვალისწინებით მათი ეტაპობრივი გადალახვის სტრატეგია. მესამე – ექსპერტების ჩართულობით გაკეთდეს მეტაანალიზი კულტურულ და შემოქმედებით სექტორში ბოლო 3 წლის განმავლობაში, ასევე შეფასდეს პანდემიიდან გამომდინარე სიძნელეები და ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს მომავალი პრიორიტეტები. მეოთხე საკითხია სახელოვნებო სკოლებში არსებული მდგომარეობის კვლევა და სხვადასხვა საკითხების შესწავლა, მათ შორის, ახალგაზრდების ზოგადი წვდომა და ინტერესი კულტურულ აქტივობებზე, ასევე შემუშავდეს სახელოვნებო განათლების რეფორმა და დაინერგოს განვითარების ინოვაციური მიდგომები“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!