TaoNews.Ge

“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

“ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რაც ერთი მიზანმიმართული გეგმაა” – ჯაღმაიძე

პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება და თხოვნა იყო მშვიდობისკენ. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგამს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი live“ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რომელიც საზოგადოებაში ცალ-ცალკე განიხილება, თუმცა დეკანოზმა აღნიშნა, რომ ეს ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია.

„ხშირად ჩვენ ამას არ ვუღრმავდებით და არ მივდევთ ყოველ კრიტიკას, გამოხმაურებას, ნეგატიურს, ტყუილსა თუ ცილისწამებას. ასე იყო პატრიარქის წერილთან დაკავშირებითაც. პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე ამ მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება და თხოვნა იყო მშვიდობისკენ. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგამს, რომ ვითარება მშვიდობისკენ გადახრილიყო. ამას მოჰყვა საშინელი კრიტიკა. ამაზეც არ ვაპირებდით გამოხმაურებას, რადგან ცხადი იყო, ვინც წაიკითხა განცხადება, რომ ეს იყო სრულიად მოგონილი თემა. თუმცა, ბოლო დღეებში საკითხი მივიდა ფიზიკურ დაპირისპირებამდე“, – განაცხადა მღვდელმსახურმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!