TaoNews.Ge

ეკა ხერხეულიძე – “ტვინნაღრძობებო, შუბლზე ამოტვიფრული ნამგალი და უროთი პუტინიც არ დადის და მეტი რა მტკიცებულება გინდათ?!”

ეკა ხერხეულიძე: “რუსეთი უკრაინას საქართველოს გავლით ბომბავს…”

ერთადერთი გზა ველურ პუტინს დარჩა საქართველო, საიდანაც შესაძლებელია განახორციელოს თავისი მანიაკალური ზრახვები და ამოხოცოს მშვიდობიანი მოქალაქეები ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას საქართველოს გავლით ბომბავს. ამის შესახებ ხერხეულიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„ბავშვები ჩაყარეს სარდაფში და მათ გასანადგურებლად საქართველოდან გზა არის გახსნილი იმისთვის, რომ დაიბომბონ ეს ბავშვები. ეს მანიაკი ბომბავს ბავშვებს, მშვიდობიან მოქალაქეებს და საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დატოვა ამისთვის ცა“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. მისი თქმით, ერთადერთი გზა ველურ პუტინს დარჩა საქართველო, საიდანაც შესაძლებელია განახორციელოს თავისი მანიაკალური ზრახვები და ამოხოცოს მშვიდობიანი მოქალაქეები.

„ეს მძიმე კადრები, ახლა რასაც ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ეს მანიაკი ბომბავს ბავშვებს, მშვიდობიან მოქალაქეებს და საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დატოვა ამისთვის ცა. ეს არის რეალობა, აი ეს ხდება ჩემს ქვეყანაში. ანუ, ერთადერთი გზა ველურ პუტინს დარჩა საქართველო, საიდანაც შესაძლებელია პუტინმა განახორციელოს თავისი მანიაკალური ზრახვები და მოკლას, ამოხოცოს მშვიდობიანი მოქალაქეები, სადაც ჩვენ ვუყურებთ უმძიმეს კადრებს, როდესაც ლეიკემიაა და სიმსივნით დაავადებული ბავშვები ჩაყარეს სარდაფებში, ჯერ ბავშვი, ჩვეულებრივი ჯანმრთელი ბავშვის გაჩერება როგორია წარმოიდგინე სარდაფში და ჩვენ ავადმყოფ ბავშვებს, რომლებიც ინტენსიურ მკურნალობაზე არიან, ინტენსიურ თერაპიაზე არიან დამოკიდებულები, აი ეს ბავშვები ჩაყარეს სარდაფში და მათ გასანადგურებლად საქართველოდან გზა არის გახსნილი იმისთვის, რომ დაიბომბონ ეს ბავშვები. ეს არის რეალობა, ეს არის უბედურება. ამას არ სჭირდება არანაირი შეფასება და გალამაზება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყველაფრისთვის სახელის დარქმევა“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!