TaoNews.Ge

ეკა ხერხეულიძე – “ტვინნაღრძობებო, შუბლზე ამოტვიფრული ნამგალი და უროთი პუტინიც არ დადის და მეტი რა მტკიცებულება გინდათ?!”

ეკა ხერხეულიძე – “მიშას აქვს წნევა, დადის ბარბაცით და ხვალ სასამართლოზე ვერ მივა”

მიხეილ სააკაშვილს ახლა აქვს წნევა, ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის – ის სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხვალ სასამართლოზე გამოცხადდეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო უნდა ვისაუბროთ, რადგან ახლა აქვს წნევა, ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა, მაგრამ სიმყარეს ვერ გრძნობს, არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე, რომ ის დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ვფიქრობ, რომ ხვალ, ნეტავ ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩემი დღევანდელი შეხედულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს დასწრებას სასამართლოზე. მას ძალიან გული წყდება ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ სასამართლო არის ერთდერთი შესაძლებლობა, სადაც შეუძლია ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ის სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!