TaoNews.Ge

ეკატერინე ტიკარაძე – 13 მარტიდან ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა

ეკატერინე ტიკარაძე – 13 მარტიდან ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღი ცნობილია. ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.

„შაბათიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!