TaoNews.Ge

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთის ქმედებებს გმობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მის მიღებას 548 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 კანონმდებელი წინააღმდეგია იყო, 113 დეპუტატმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები დონბასიდან, უზრუნველყოს შეუფერხებელი ნავიგაცია შავსა და აზოვის ზღვებს შორის, ასევე შეასრულოს მინსკის შეთანხმებების დებულებები. გარდა ამისა დეპუტატებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვეს.

დეპუტატებმა ასევე დაადანაშაულეს “რუსეთის სპეცსამსახურების კრიმინალები” ჩეხეთის საწყობებში მომხდარ აფეთქებაში და მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს, რუსი დიპლომატები გააძევონ. რეზოლუცია ასევე შეიცავს მოთხოვნებს Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობის შეჩერების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!