TaoNews.Ge

ევროპარლამენტარი მოლაპარაკებებში ივანიშვილი-სააკაშვილის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს

ევროპარლამენტარი მოლაპარაკებებში ივანიშვილი-სააკაშვილის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.

„ელჩი დანიელსონისთვის უკეთესი იქნებოდა, ელაპარაკოს რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა კუბილიუსმა 25 მარტს ტელეკომპანია „ფორულას“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“.

წამყვანის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ივანიშვილსა და სააკაშვილს, უპასუხა:

„დიახ, ზუსტად. ესენი გახლავთ რეალური ლიდერები ორივე პოლიტიკური პარტიის. სამწუხაროდ, ფორმალურ ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს“

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, — რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავიანთი პოლიტიკური პარტიების ლიდერებად რჩებიან, — აიღებენ პასუხისმგებლობა და მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. არიან თუ არა მზად კომპრომისისთვის, პრობლემის მოგვარებისთვის, და ეს ეფექტური გზა იქნება წინსვლის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!