TaoNews.Ge

120 ევროპარლამენტარი აზერბაიჯანზე ზეწოლის გაზრდას ითხოვს

ევროკავშირმა კალინინგრადში რკინიგზით ტვირთების ტრანზიტი დაუშვა

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ტერიტორიით რუსეთიდან კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტი სარკინიგზო ტრანსპორტით დაშვებულია.  ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა საავტომობილო გადაზიდვებზე კვლავ გავრცელდება. რაც შეეხება რკინიგზას, ამ გზით გადაზიდვა მხოლოდ „შესაბამისი კონტროლის განხორციელების შემდეგ“ იქნება შესაძლებელი. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით აკრძალულია.

ივნისში ლიეტუვამ განაცხადა, რომ მისი ტერიტორიით კალინინგრადში იმ ტვირთების გადაზიდვა აიკრძალება, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები შეეხო. საპასუხოდ რუსეთი ლიეტუვას მკაცრი ზომებით დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!