TaoNews.Ge

„ებრაელი ხალხის ლინჩის წესით გასამართლებას არ დავუშვებთ“ – ისრაელის პრემიერი

„არ შევეგუებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაბული დაჯგუფებების შიშის ქვეშ იცხოვრონ“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერის თქმით, მიუღებელია სინაგოგების და ებრაელი ხალხის საკუთრების ხელყოფა.

ამასთან, ნეთანიაჰუმ თანამოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ იმ არაბებზე თავდასხმისგან, რომლებსაც მშვიდობა სურთ.

„ჩვენ არ დავუშვებთ ებრაელი ხალხის ლინჩის წესით გასამართლებას. არ შევეგუებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაბული დაჯგუფებების შიშის ქვეშ იცხოვრონ. მიუღებელია სინაგოგებისა და ებრაელი ხალხის საკუთრების ხელყოფა. ამავე დროს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ არაბებზე თავდასხმისგან, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მშვიდობა სურს. მსგავსი რამდენიმე ფაქტი მოხდა და ეს მიუღებელია“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!