TaoNews.Ge

“დღეს პური უფასოა“ – შვილის ხსოვნისთვის უფასოდ დარიგებული პური

ფოტოგრაფი ნოდარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჭიათურელი მცხობელის ფოტოს. ის დღეს პურს უფასოდ გასცემს და ამისთვის მიზეზიც აქვს, რომელსაც ფოტოგრაფთან საუბარში ამხელს:

” დღეს პური უფასოა!

– რატომ?

– 7 წლის წინ მძიმე სენით შვილი დამეღუპა… ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ვერ შევძელი მისი სიცოცხლის შენარჩუნებაა. ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა, რომელზეც ლაპარაკი ძალიან მიჭირს… დღეს აღდგომის ტოლი კვირაა და პური უფასოდ მინდა აიღოს ხალხმა. ამით მგონია, რომ ჩემი შვილი აკეთებს სიკეთეს…“დღეს პური უფასოა!”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!