TaoNews.Ge

„დღეს პარტიაში არის იდეალური, ჰარმონიული ურთიერთობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, მსგავს მოსაზრებებს ფაქტობრივად დაშლილი ოპოზიციური ნაწილი ავრცელებს.

„ ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად, დაშლილი ოპოზიციის მხრიდან, იმისთვის, რომ გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა.

დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული ურთიერთობა და გვაქვს ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!