TaoNews.Ge

„დღეს იერუსალიმსა და ღაზაში თავად ადამიანობა კვდება“- ერდოღანი

თურქეთი ყოველთვის საუბრობს ხმამაღლა იმ რეგიონებზე, სადაც ძალადობას ხედავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„გვეუბნებიან: „ერდოღანმა ასე არ უნდა ისაუბროს“. რა უნდა ვქნა? ტაში უნდა დავუკრა? თურქეთი ყოველთვის საუბრობს ხმამაღლა იმ რეგიონებზე, სადაც ძალადობას ხედავს“, – აცხადებს ერდოღანი.

მისი თქმით, დღეს პალესტინაში მსოფლიოს თვალწინ ასობით მშვიდობიან ადამიანს კლავენ. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვებია. დღეს იერუსალიმსა და ღაზაში თავად ადამიანობა კვდება!

„დღეს იერუსალიმსა და ღაზაში თავად ადამიანობა კვდება!, დღეს იერუსალიმში ტრაგიკულ მოვლენებზე თუ გავჩუმდებით, ხვალ იგივე მოხდება სხვა წმინდა ქალაქების შემთხვევაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც თავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და უსაფრთხოების დამცველებად მიიჩნევენ , ჩუმად უყურებენ უკანონობას პალესტინაში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!