TaoNews.Ge

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეულია.

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევა აღინიშნება. პანდემიის გამო, 2-4 მაისს საფლავებზე გასვლა აკრძალულია. აღნიშნულის გამო საპატრიარქომ მღვდელმთავრებს მიმართა, სასაფლაოები სასულიერო პირებმა 3 მაისს აკურთხონ.

4 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე.

6 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს კი გიორგობაა, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე.

7 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს, „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული.

8 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, მოციქულის, მარკოზ მახარებლის ხსენების დღეა.

9 მაისი კი კვირაცხოვლობაა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!