TaoNews.Ge

“დღევანდელი დღე შეიძლება იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს”- ისრაელში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს მოსალოდნელი ამბოხების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ დღევანდელი დღე შეიძლება იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს.

“დღეს არის უდიდესი მუსლიმური დღესასწაული, დღევანდელი დღე შეიძლება იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს და შეიძლება ექსტრემისტულმა ჯგუფებმა აიღონ ინიციატივა და ხალხის გარკვეული ნაწილის ამბოხება შეძლონ. ამისთვის ისრაელის პოლიცია და ჯარი მზად არის. პირობას გვაძლევენ, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებარება,”- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!