TaoNews.Ge

უკრაინელების მესიჯი რუსებს- ჩვენ არასდროს არ ვიქნებით ძმები  (ვიდეო)

დონეცკი და ლუგანსკი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშლინმა სახალხო საბჭოს წარუდგინა კანონპროექტი, სადაც მოთხოვნილია ჩატარდეს რეფერენდუმი დონეცკის რუსეთთან შეერთების შესახებ. რეფერენდუმის ჩატარება 23-27 სექტემბერს არის დაგეგმილი, როგორც დონეცკში, ასევე ლუგანსკის ოლქში.

პუშილინი მიიჩნევს, რომ ოფიციალური შედეგები 28 ან 29 სექტემბერს გამოქვეყნდება, რის შემდეგაც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს შეეძლებათ რუსეთს შეუერთდნენ. შესაბამისად, 30 სექტემბერს ან 1 ოქტომბერს ეს მოთხოვნა შეიძლება ოფიციალურად დაკმაყოფილდეს და შესაბამისი დოკუმენტები კრემლში პუტინის, პუშილინისა და პასეჩნიკის მონაწილეობით გაფორმდეს.

როგორც პუშლინი აღნიშნავს, სექტემბრის ბოლომდე დონეცკი გახდება რუსეთის ნაწილი.

საღამოს მოსალოდნელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლა, რომელიც სავარაუდოდ,  რეფერენდუმების თემაზე გააკეთებს განცხადებას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!