TaoNews.Ge

დონბასში ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება 

დონბასში ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება 

აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში ამჟამად  ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 15 მოხალისე იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

როგორც სააგენტოს ოსმა მოხალისეებმა განუცხადეს, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძვიან, დონბასში მდგომარეობის გამწვავება უფრო მაისისთვის არის მოსალოდნელი.

„დღეს იქ პრაქტიკულად ყოველდღე იღუპებიან ადამიანები. მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, თუ ადრე მხარეეებს ერთმანეთისგან 1500 მეტრი აშორებდათ, ახლა ეს დისტანცია მაქსიმუმ 300-500 მეტრამდე შემცირდა. უკრაინელების მხარეს არიან მოხალისეები თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან. მათ იქ დაახლოებით იგივე სცენარის გათამაშება სურთ, რაც საქართველომ ცხინვალში განახორციელა 2008 წელს” – ამბობენ ოსი მოხალისეები.

ოსი მოხალისეები დაძაბულობის ესკალაციაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, თუ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ისინი მზად არიან ჩავიდნენ და სეპარატისტების მხარეს იბრძოლონ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!