TaoNews.Ge

ნატო ახალი წევრების მიღებისას მხარს უჭერს “ღია კარის” პრინციპს- თუმცა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ შემდგომი ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული

დმიტრო კულება – როცა ნატო ისე იქცევა, როგორც ახლა იქცევა, რუსეთს ეს ამხნევებს და აჩვენებს, რომ სინამდვილეში ნატო ძლიერი მხოლოდ სიტყვითაა და არა ქმედებით

შეიძლება ათასჯერ თქვან, როგორც ამას ნატო აკეთებს, რომ ისინი სასოწარკვეთით იბრძოლებენ თავისი მიწის თვითოეული ინჩისთვის და რომ ისინი ამაგრებენ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს, მაგრამ როდესაც ისინი არ იღებენ რაიმე პრაქტიკულ გადაწყვეტილებას, რუსეთი ხედავს, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და მას ესმის, რომ ნატო შიშს განიცდის და ვერაფერი იმაზე მეტად მამოტივირებელი არ არის რუსეთისთვის, როგორც შიში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებით, ნატოს გადაწყვეტილება, არ ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე, პატივისცემას არ იწვევს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ალიანსსაც, მაგრამ იქ ამას ჯერ ვერ აცნობიერებს.

„როდესაც ნატო ისე იქცევა, როგორც ის იქცევა ახლა, რუსეთს ეს მხოლოდ ამხნევებს და აჩვენებს მათ, რომ სინამდვილეში ნატო ძლიერი მხოლოდ სიტყვით არის და არა ქმედებით,“- განაცხადა კულებამ.

ამასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსში არის პოლიტიკური თანხმობა, რომ მოკავშირეები ორმხრივ დონეზე დაეხმარნენ უკრაინას ყველაფრით რითიც შეუძლიათ, მაგრამ ალიანსი როგორც ორგანიზაცია გვერდით გადგა.

„ჩვენ ამაზე გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. უკრაინელებმა მკაფიოდ და გულწრფელად უნდა დაინახონ, რომ ნატო სინამდვილეში ისეთი არ არის როგორიც ის უკრაინელებს წარმოედგინათ, ყოველ შემთხვევაში ახლა. თუ ხვალ ისინი თავის პოზიციას შეცვლიან-ყოჩაღ, მაგრამ ჯერჯერობით მათი პოზიცია პატივისცემას არ იწვევს,“- განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!