TaoNews.Ge

სამხრეთ ისრაელში სირენების ხმაა – მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

დმიტრო კულება – პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო – მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი

მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ის პუტინმა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

„თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლავეა“, – დაწერა მან „ტვიტერზე“.

შეჭრა დაიწყო კიევზე სარაკეტო თავდასხმებით, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, გერაშჩენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ კიევსა და ხარკოვში იბომბება საკონტროლო პუნქტები, როგორიცაა აეროდრომები და სამხედრო შტაბები, საზღვრის გასწვრივ კი საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!