TaoNews.Ge

“რუსეთი არ დაუშვებს აშშ-მ ძალის პოზიციიდან ესაუბროს”- დიმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვი – კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის მოქმედებები მოლაპარაკებების მოლოდინში შეაჩერა, თუმცა ოფიციალური კიევისგან უარის მიღების შემდეგ კვლავ განაახლა.

„გუშინ უკრაინის ლიდერებთან მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა რუსული სამხედრო ძალების ძირითადი ჯგუფის მოქმედებები დროებით შეაჩერა, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინულმა მხარეს მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რუსული სამხედრო ოპოერაცია დღეს გეგმის მიხედვით განახლდა“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მოლაპარაკებებზე უარის თქმის ფაქტი უარყო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!