TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

დიდ ბრიტანეთში გამოიცა „დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოები ტრანსად ყოფნის შესახებ“

დიდი ბრიტანეთის სკოლებში სამეცნიერო სწავლების კამპანიის მხარდამჭერი ჯგუფის მოხსენების თანახმად, გამოცემულია სულ მცირე 60 დასურათებული წიგნი, რომელიც ბავშვებს ასწავლის, რომ მათ შეუძლიათ საპირიპირო სქესის წარმომადგენლები გახდნენ. ამ წიგნებიდან 45 ხუთ წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებზეა გათვლილი.  

სიღრმისეული მოხსენება მოამზადა საინფორმაციო გამოშვება BBC-ის ჟურნალისტმა შელი ჩარლსვორსმა და გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციამ, რომელიც გენდერული დისფორიით დაავადებული ბავშვების მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მკურნალობასა და ასევე, სკოლებში მეცნიერებაზე დაფუძნებულ სწავლებას უჭერს მხარს.

BBC-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ეს უდავო ფაქტია ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით“, რომ ბავშვები „სქესის მუდმივობის“ სტადიას დაახლოებით 6 ან 7 წლამდე არ აღწევენ, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ასაკამდე ბავშვები დაიჯერებენ, რომ ადამიანს სქესის შეცვლა მხოლოდ გარეგნობის შეცვლით შეუძლია. ბავშვისთვის,
„მამაკაცი, რომელიც გრძელთმიან პარიკს და კაბას ატარებს, ხდება ქალი“, – განმარტავს ჩარლზვორსი.

მან ხაზი გაუსვა განსხვავებას სხვადასხვა ტიპის წიგნებს შორის. წიგნების ერთ კატეგორიაში წარმოდგენილია გეი ან ლესბოსელი პერსონაჟები, რაც მცირეწლოვან ბავშვებზეა გათვლილი, წიგნების მეორე კატეგორიის მიზანს კი გენდერული იდენტობის იდეოლოგიისა და სამედიცინო ჩარევის საშუალებით სქესის შეცვლის ნორმალიზების დანერგვა წარმოადგენს.

ჟურნალისტის თქმით, წიგნების ავტორების მთავარ სამიზნეს სწორედ მცირეწლოვნები წარმოადგენენ, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზე არიან. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როცა ისინი ძალიან მოწყვლადები არიან და ნებისმიერ შეუძლებელ და წარმოუდგენელ რამეს მარტივად იჯერებენ.

 

https://thepostmillennial.com/primers-on-how-to-be-trans-45-picture-books-target-pre-schoolers-with-trans-ideology?fbclid=IwAR39R-Lu4izlwxwzjKeeJavkL-Ze7gtbhNRE6i_0Jf7Il44nM22XvbipgDM

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!