TaoNews.Ge

დიდი მარხვის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დარიგება

დიდი მარხვის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დარიგება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის  ილია II დარიგება სააღდგომო მარხვის დაწყების წინ :

ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადმიანი პასუხობს ბოროტებით, რა უნდა უყო ესეთ ადამიანს?.
ხედავ, რომ ადამიანი ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო, გლანძღავს – შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვები შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინო, რომ სიკეთე და სიწმინდე შენ დაგიბრუნდეს.

მივიდეთ ერთმანეთთან და გულწრფელად ვთხოვოთ შენდობა. სხვას კი არ დაველოდოთ, როდის მოვა ჩვენთან და გვთხოვს პატიებას, არამედ ჩვენ თვითონ მივიდეთ, ვისთვისაც გვიწყენინებია, ან, თუნდაც, გულში ცუდი გაგვივლია ან განგვიკითხავს და ვთხოვოთ შენდობა.

შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. დასაწყისი დაედო ამას ეგვიპტის უდაბნოში, დიდი მარხვის წინ ყველა ბერ-მონაზონი იკრიბებოდა მონასტერში და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას. შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ. არავინ ხედავდა, რა უჭირდათ მათ. შემდეგ იკრიბებოდნენ ერთად და ზეიმობდნენ აღდგომის დღესასწაულს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!