TaoNews.Ge

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთი საქალწულე აპკის აღდგენის პროცედურას კრძალავს – როგორც ქალწულობის აღდგენა, ასევე ქალწულობაზე ტესტის ჩატარება კრიმინალი ხდება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის აღ­დგე­ნის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვას გეგ­მავს. ამ პრო­ცე­დუ­რას­თან ერ­თად, თა­ვად ქალ­წუ­ლო­ბა­ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბაც კრი­მი­ნა­ლი ხდე­ბა, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქა­ლე­ბის ღირ­სე­ბის­თვის ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს დადო პი­რო­ბა, რომ “პირ­ვე­ლი შე­საძ­ლო­ბის­თა­ნა­ვე შე­მო­ი­ღებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კის (სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის აღ­დგე­ნის პრო­ცე­დუ­რა) აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ”

ჯან­დაც­ვის და ზრუნ­ვის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კის პრო­ცე­დუ­რას ატა­რებს, ან ხელს უწყობს მის ჩა­ტა­რე­ბას, 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. ასე­ვე და­ის­ჯე­ბა ის ადა­მი­ა­ნიც, ვინც გო­გო­ნას, ან ქალს სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ წა­იყ­ვანს.

“მთავ­რო­ბას სურს, და­იც­ვას ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი”, – ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­თის ზრუნ­ვი­სა და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­ნის­ტრი ჯი­ლი­ან კი­გა­ნი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ტეს­ტი­რე­ბა მი­ნი­მუმ 20 ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა და ის მო­ი­ცავს ინ­ტრუ­ზი­ულ ვა­გი­ნა­ლურ გა­მოკ­ვლე­ვას.

წყა­რო:BBC

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!