TaoNews.Ge

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ქმარს გაშორდა

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ქმარს გაშორდა

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე მეუღლეს დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მისი 2022 წელს შევსებული დეკლარაციით ხდება.

განსხვავებით 2021 წლისა, დეპუტატს მეუღლე, როგორც ოჯახის წევრი, მითითებული არ ჰყავს.

ინფორმაციის დასაზუსტებლად „პრაიმტაიმი“ ნატო ჩხეიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ერთ წელზე მეტია, რაც ზაზა ოქუაშვილს ოფიციალურად დაშორდა.

„დიახ, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ოფიციალურად დავშორდით. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება,“ – ამბობს ნატო ჩხეიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!